Product was successfully added to your shopping cart.
უფასო მიწოდება 200 ლარის ზემოთ შეკვეთაზე
0,00 GEL0 პუნქტი

სავაჭრო კალათა ცარიელია.

New York City Auto

New York City Auto

37,25 GEL

(საწყობშია)

New York City Auto

Pyramid Seeds

პირველმა განიხილე ეს პროდუქტი

Share this page

მოკლე მიმოხილვა

ძლიერპოტენტური, ცერებრალური სატივა
1 მარცვალი
37,25 GEL

აღწერა

ნიუ იორკ სითი აუტო სატივადომინანტური ჯიშია და კანაფის გამზრდელებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ის ცნობილია, როგორც ნესტგამძლე მცენარე, რომელიც განტოტვილია ბევრი, ყვავილედებით სავსე ღეროებით. გამოირჩევა მაღალი პოტენტურობითა და უხვი მოსავლიანობით.

დახურულ სივრცეში (ოთახი, ბოქსი) გაზრდის შემთხვევაში, 600 ვატიანი განათების პირობებში, ნიუ იორკ სითი აუტო იზრდება 60-130 სანტიმეტრ სიმაღლემდე და ერთ კვადრატულ მეტრზე 500-550 გრამ მოსავალს გვაძლევს. მისი ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 56 დღეს გრძელდება, თესლის გაღვივებიდან მოსავლის აღებამდე კი - 67-70 დღე. ღია სივრცეში მოყვანისას, მისი მოსავლიანობა ერთ მცენარეზე 120 გრამს შეადგენს, თუმცა ყვავილობის პერიოდი შედარებით ხანგრძლივია. ყვავილედები არ არის ისეთი მკვრივი, როგორც ინდიკადომინანტური ჯიშების შემთხვევაში, მაგრამ ტრიქომები გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ფისოვან მასას. თავად ყვავილედების რაოდენობა ისე შეეფარდება ფოთლებს, რომ თრიმინგს(გაკრეჭა) ფაქტობრივად აზრი არ აქვს.

მას აქვს ჯანსაღი, ციტრუსის მსგავსი გემო და არომატი. THC წარმოება, მაღალი - 18 %-ია, CBD კი დაბალი - 0.4%. გამოირჩევა ძლიერპოტენტური, ცერებრალური ეფექტით. ყველას, ვინც მის გაზრდას გადაწყვეტს, აუცილებლად შეუყვარდება

მახასიათებლები

სიდბანკი Pyramid Seeds
სახეობა ძირითადად სატივა
გენეტიკა New York City x Ruderalis
სქესი ფემინიზებული
ყვავილობის ტიპი აუტომოყვავილე
THC დონე 18 %
CBD დონე 0.4 %
მოსავლიანობა დახურულ სივრცეში: 500 - 550 გრ/მ2; 30 - 120 გრ/მცენარე
სიმაღლე 60-130 სმ
ეფექტი ძლიერმოქმედი
გემოვნური თვისებები ლიმონი, ციტრუსი
გაზრდა გარეთ, სათბური, სახლი
ყვავილობის მაქს. დრო 56 დღე

-განხილვა-

ამავე თემაზე