ფემინიზირებული მარცვლები არის 99.9% მდედრობითი სქესი, მაგრამ შანსი რომ ის „გამამლდეს“ ან ჰერმაფროდიტი  (ჰერმი) გახდეს მაინც არსებობს. ჰერმი მცენარე არის მდედრობითი სქესის მცენარე რომელიც გამოყოფს მამარობით სქესის ყვავილებს.

დიდი ნაწილი ფემინიზირებული მარცვლების არ გაიზრდება ჰემი, მაგრამ მაინც არსებობს შემთხვევები და ფაქტორები, რომლებიც ამ პროცესს ხელს უწყობს.

დაკვირვევებიდან ჩანს, რომ გროუერები, რომელიც პატარა სივრცეში ზრდიან ამ პრობლემას უფრო ხშირად აწყდებიან. მაღალი ტემპერატურა  პატარა სივრცეში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მცენარე ისტრესება და მამრობითი სქესის წამონაზარდებს გამოყოფს.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რის გამოც შეიძლება ფემინიზირებული მცენარე ჰერმად იქცეს, მაგრამ ყველაფერი კონტროლირებადია. ტემპერატურა გროუ ოთახში 30°C ნაკლები უნდა იყოს, 20-25°C არის იდეალური ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოცენებიდა პირველ კვირაში.

განათება ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ორივე სახეობა განათების და სიძლიერეც. ჩვენ გირჩევთ განათაბის სიკაშკაშე პირველ თვეს არ იყოს 40,000 ლუმენზე,  400 ვატი (ლედ განათება) კვადრატულ მეტრზე, 60 სმ დაშორებით მცენარისგან.  განათების სიმძლავრის გაზრდა შეიძლება, როცა მცენარე ყვავილობას დაიწყებს. რათა უფრო სწრაფად და კარგად განვითარდეს კვირტები.

ასავე აღსანიშნავია, რომ ბევრმა  წითელმა განათებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის გაჰერმაფროდიტება.

მიწის ხარისხს მნიშვნელვანი ადგილი უკავია - მიწა გამდიდრებული უნდა იყოს ძირითადი ორგანული ნუტრიენტებით, NPK (ნიტროგენი, ფოსფორი, პოტასიუმი) არის საუკეთესო ფემინიზირებული მარცვლების გასაზრდელად. პარალელურად მიწის გამოშრობამ შესაძლოა მოახდინოს პროვოცირება.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, როცა ზრდით ფემიზირებულ მარცვლებს უნდა ვერიდოთ ძალიან მაღალ განათებას, განსაკუთრებით წითელს, მაღალ ტემპერატურას, გამომშრალ მიწას და დაბალ ნიტროგენიან ან მაღალ პოტასიუმიან სასუქებს.