LSD-25 არის მარტივად მოსავლელი ჯიში, რომელიც ასევე ადვილად იზრდება. ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვურჩიოთ ეს ჯიში დამწყებებს. იგი გაპატიებთ თქვენს შეცდომებსა და სისულელეებს, როცა დაიწყებთ გაზრდას და სწავლას. წარმოუდგენლად ძლიერი გენეტიკის მქონე ჯიშია რომელიც  გაუძლებს წყლის pH ცვლილებებს. სინათლის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. ზედმეტად მაღალ და დაბალ ტემპერატურასა და არარეგულარულ  კვების გრაფიკებს (სასუქების არარეგულარულდ გამოყენება). არსებობს მხოლოდ ერთი რამ LSD-25 შესახებ, რის შესახებაც გვსურს გაგაფრთხილოთ:  წყალი და კარგი დრენაჟი!!! ამ ჯიშს ძალიან უყვარს ხშირი მორწყვა,  ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის რეგულარულად დასხმა და კარგი დრენაჟის გაკეთება. იგი არის უხვ მოსავალიანი, კულტივირების ყველა მეთოდით: კოკო, ჰიდრო, აერო და სხვა მეთოდები. მცენარეები 70-დან 120 სმ სიმაღლეზე (2.2-4 ფუტი) მიაღწევენ. თქვენ შეგიძლიათ ამ ჯიშზე ნებისმიერი ტექნიკის გამოყენება (LST,Trimming,Topping). ეს არის ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც სწრაფად იზრდება და ძალიან მალე სრულდება  - პირველივე ფოთლის ამოსვლიდან მას მხოლოდ 8 კვირა დასჭირდება დასრულებისთვის. ფასთბადის კატალოგის ყველა შტამის მსგავსად, LSD-25 კარგია კულტივრებისთვის გარეთ, სასათბურე და შიდა ოთახებში. იგი მტკიცედ უძლებს მდგრადი ნიადაგის პირობებსა და მაღალ ტენიანობას, რომელშიც ნებისმიერი სხვა მრავალი ჰიბრიდი გახდა ობის მსხვერპლი.

 

ასევე აღსანიშნავია მისი  ფერეების ტონალობა, რომელსაც წარმოქმნის ზრდასრული მცენარე. ყვავილედების გამსხვილების პროცესში კალიქსები  იძენენ შავში გარდამავალ,  მუქ იასამნსფერ ფერებს, მოსავლის აღებისას, სუპერ მკვრივი კვირტები შავ ხვრელებს ჰგვანან. ეს შტამი არ არის ფასთბადის, ერთადერთი, ყველაზე ნათელი და ლამაზი ნიმუში, ფასთბადის კატალოგში, თუმცა მას აქვს დაგროვებული ყველაზე მეტი კარგი შეფასება სხვადასხვა ინდივიდუალური მომხმარებლისაგან მსოფლიოს მაშტაბით. მართლაც ესთეტიურად სასიამოვნო სანახაობაა, როდესაც ყვავილობის ბოლო დღეებში, მეწამული ყვავილები თეთრი, ქათქათა კრისტალებით და შავი ფისით იფარება, რომელშიც თიეიჩსის-ის შემცველობა 21-23%-მდეა. LSD-25 იდეალურია ჰაშიშის შესაქმნელად და ხშირად გამოიყენება უძილობის და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას.

 

ეჭვგარეშეა რომ  ის ფასთბადელების საყვარელი ჯიშია და დარწმუნებული ვართ, რომ ის თვენთვისაც, ასეთივე საყვარელი გახდება.

 

სამედიცინო დანიშნულებები:

გლაუკომა, გულისრევა, ეპილეფსია, მრავლობითი სკლეროზი, წელის ტკივილი, პოსტმენსტრუალური სინდრომი, ართრიტი, ჰერპესი, რეუმატიზმი, სტრესი,შაკიკი, შიდსი, სიმსივნეები, ასთმა და სხვა.