სახლში დათესვისას, სრულიად არ არის აუცილებელი ყუთი, მთავარია მცენარეს ჰქონდეს: შესაბამისი ნიადაგი, განათება, ჰაერი და სივრცე. არ ცხელოდეს, მიიღოს საკვები (სასუქები) და მოირწყას მსუბუქად. მოკლედ, ის დიდად არ გასხვავდება საშუალო სატისტიკური ადამიანისგან.

პირველ ეტაპზე, თქვენ აუცილებლად დაგვჭირდებათ კანაფის თესლი. ჯიშის არჩევის საშუალება თუ გაქვთ, შეეცადეთ, თქვენი პირობებისთვის შესაფერისი ჯიში მოძებნოთ.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ სად და როგორ გაზარდოთ, შეარჩიეთ ქოთანი. რაც უფრო დიდია ქოთანი და ნიადაგი, მით უკეთესია ფესვთა სისტემისთვის (განსაკუთრებით მაღალი ჯიშების შემთხვევაში), ქოთანს უნდა ჰქონდეს დრენაჟის სისტემა (ანუ ძირი უნდა იყოს გახვრეტილი, რომ წყალი არ ჩადგეს, რაც მცენარის ლპობას იწვევს (ლპობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხშირმა და მძიმე მორწყვამ, კანაფს არც ისე უყვარს წყალი, მისთვის მსუბუქი და ნოტიო ნიადაგი ოპტიმალურია). ნიადაგის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიმსუბუქე და წყალგამტარიაონობა, ამისათვის შეგიძლიათ, შეურიოთ პერლიტი, ქოქოსის ორგანული სუბსტრაქტი, ან თუნდაც ხის ნაფოტები ე.წ მულჩი, რაც ნიადაგს დაეხმარება დამსუბუქებაში, წყლის გამტარიანობაში და ოპტიმალურ ტენიანობას მივიღებ, ხოლო ფესვები უფრო სრაფად განვითარდება მსგავს ნიადაგში,.

ყუთში (გროუ ბოქსი) ან უბრალოდ სახლის პირობებში გაზრდისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განათებაა, განათებაზე დიდად არის დამოკიდებული მცენარის მოსავლიანობა და ხარისხი. დიდ ყურადღებას მოითხოვს. როგორც განათების ტიპი, ასევე სინათლისა და სიბნელის რეჟიმების დაცვა. ახალბედებისთვის იდეალურია ეკონომიური განათების გამოყენება. ეს არის ყველაზე მარტივი და დაბალფასიანი გამოსავალი.

დასაწყისისთვის, ერთი მცენარისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიმუმ 2 ცალი 200 ვატიანი ეკონომ ნათურა თეთრი ნათებით ან სოდიუმის (HPS) ან ლედ ტიპის განათებები ლუმენების მაღალი მონაცემით (ლუმენი - სიკაშკაშის განმსაზღვრელი ერთეული, მცენარისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ლუმენების რაოდენობა მზის ეფექტის მისაღებად. ოპტიმალური სიკაშკაშე 1 კვადრატულ მეტრზე -  40 000,00 ლუმენი), ამრეკლი საშუალება, რომელსაც ყუთის შიდა კედლებზე, ან განათების არეალში გააკრავთ და მნიშვნელოვანად ზრდის სინათლის ინტენსიურობას - შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ ფოლგა, მანქანის მზის მზის სხივისგან დამცავი, ან მსგავი ამრეკლავი მატერია), გაყვანილობა და საჭირო დეტალები, ტაიმერი (ტაიმერი აუცილებელი გროუერებისთვის, რომლებიც ფოტოპერიოდულ ჯიშებს ზრდიან, ვინაიდან ვეგეტატიურ (ზრდის) პერიოდში ფოტოპერიოდულ ჯიშებს 18/6 სინათლე/სიბნელე რეჟიმი, ხოლო ყვავილობის პერიოდში 12/12 სინათლე/სიბნელის რეჟიმი ესაჭიროება, სრული სიზუსტით 12 საათიანი სინათლის ციკლების დაყენება კი, მხოლოდ ტაიმერით შეიძლება)

სახლის პირობებში გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია ვენტილაციის არსებობა ჰაერის ცირკულირებისთვის, სავენტილაციო საშუალება შეიძლება იყოს გამწოვი ვენტილატორი, პატარა ყუთების შემთხვევაში (კომპიუტერის კეისი და მსგავსი) გამოიყენება ე.წ ქულერი. რა თქმა უნდა, ასევე საჭირო და აუცილებელია ქოთანი და ორგანული სასუქებით გამდიდრებული ნიადაგი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარის მაღაზიებში.

ყუთის აწყობა დამოკიდებულია მასალაზე, თქვენ შეგიძლიათ მასალად გამოიყენოთ უკვე არსებული ავეჯი, დაამზადოთ ყუთი ავეჯის ან სატენტე მასალისგან, შეიძოინოთ "გროუ ბოქსი" სპეციალიზებულ მაღაზიაში. ყუთის მთავარი ფუნქციაა შეკრას სივრცე, რომელშიც ნათურის განათება, სრულად მოხმარდება მცენარეს. თუ თქვენ გაქვთ თესლი და სურვილი, სახლში გაზარდოთ, დაგჭირდებათ კარგი ადგილი სახლში, ყუთისთვის ან თუნდაც უყუთოდ, მცენარე ყუთის გარეშეც შეძლებს ზრდას: განათება, ქოთანი, კარგი ნიადაგი, ნორმალურად ვენტილირებული სივრცე საკმარისია მცენარისთვის, რომ განვითარდეს. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ტენიანობა, რომელიც ოპტიმლურ შემთხვევაში 23-30 ცელსიუს გრადუსის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

დრო

რამდენი დროა საჭირო დათესვიდან მოსავლის ასაღებად? ეს დამოკიდებულია ჯიშზე, მაგრამ ზოგადად, მინიმუმ სამი თვეა საჭირო მარცვლის აღმოცენებიდან, კარგად დამწიფებული მოსავლის აღებამდე. ფოტოპერიოდული და ავტოყვავილებადი ჯიშები განსხვავდება ვეგეტაციისა და ყვავილობის ვადით.

ჩვეულებრივი (ფოტოპერიოდული), ჯიშის შემთხვევაში სასურველია მინიმუმ, ერთი თვე გავაჩეროთ 18 საათი სინათლეში და 6 საათი სიბნელეში ტაიმერის საშუალებით, ან თუნდაც 24 საათიან სინათლეზე, მაგრამ თუ თქვენ დიდი მოსავლის მიღება გსურთ, შეგიძლიათ ეს რეჟიმი გაახანგრძლივოთ 3 თვემდე ან მეტი ვადით. 18 ან 24 საათიან ნათებაზე ფოტოპერიოდული ჯიშები გაიზრდებიან სიდიდეში ყავავილობას არ დაიწყებენ, სანამ განათების რეჟიმს 12/12 (სინათლე/სიბნელე) არ გადართავთ, მცენარეების უმეტესობას 12/12 (ყვავილობის რეჟიმი) გადართვიდან, საშუალოდ 2-3 თვე სჭირდებათ ყვავილობის დასასრულებლად.

აუტომოყვავილე ჯიშები ტაიმერის დახმარების გარეშეც იყვავილებენ, ჩაურთეთ ნათურა 24 საათიანი რეჟიმით და ისინი თავად მოგცემენ შედეგს 2,5-3 თვეში, მათი ვეგეტატიური პერიოდი 4 კვირა გრძელდება, რის შემდგომაც აუტომატურად გადადიან ყვავილობაზე და ამ მომენტიდან 1-2 თვეში ასრულებენ სასიცოცხლო ციკლს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 18/6 და 20/4 რეჟიმები, მათ ყვავილობის რეჟიმს ვერც შეამცირებთ და ვერც გაზრდით. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ვიტამინებით, რადგან მცირე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, რომ საუკეთესო მოსავალი მოგცეთ. მორწყვა, თუმცა არა გადარწყვა, რადგაბნ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი წყალი კანაფს არ უყვარს. მოსავლიანობა აუტომოყვავილე ჯიშებს ბევრად ნაკლები აქვს ვიდრე ფოტოპერიოდულებს, სამაგიეროდ მოსავლელად ადვილია და არ საჭიროებენ სინათლის რეჟიმის ცვლილებას.

არ არსებობს ერთ თვიანი ან ოც დღიანი ჯიშები. მინიმალური ყვავილობის პერიოდი არის დაახლოებით ორი თვე, მაგრამ ეს იდეალურ პირობებში და შესაბამისი გენეტიკის ავტოყვავილებადი ჯიშის შერჩევით ან კლონის მეშვეობით, რაც უკვე პროფესიონალური დონეა.

საუკეთესო მოსავალს გისურვეთ.

დათესე კულტურა