ათასობით წლის განმავლობაში ფოტოპერიოდული, მგრძნობიარე კანაფი დედამიწაზე ერთადერთი იყო. ხელოვნური განათებისა და ახალი აუტო მოყვავილეები ჰიბრიდების აღმავლობის მიუხედავად, ფოტოპერიოდული შტამების გაზრდა დიდ, გარე სივრცეებში, ფერმერებს ყველაზე უხვი მოსავლით აჯილდოვებს..

ფოტოპერიოდი ახსნა

როდესაც გხვდება სიტყვები: ფოტოპერიოდი, ფოტოპერიოდული და ფოტოპერიოდიზმი, უნდა ვიფიქროთ სინათლის ციკლებზე, მოცემულ 24 საათიან პერიოდში. კანაფის ეს სახეობები, ოთახის პირობებში, 18/6 სინათლის ციკლზე იზრდებიან სიდიდეში, ხოლო ყვავილობას იწყებენ 12/12 განათება/სიბნელის ციკლზე, იგივე პროცესი ბუნებაში ხდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, გაშლილ და მზიან ადგლას ზაფხულის ბოლომდე სიდიდეში იზრდებიან, ხოლო ზაფხულის ბოლოდან იწყებენ ყვავილობას, რადგან ამ პერიოდში დღე ღამეს უთანაბრდება და 12/12 სინათლე/სიბნელის ციკლი იწყება.

გარეთ, თითქმის ყველა ფოტოპერიოდული მცენარე ყვავილობაში გადავა როგორც კი დღის სინათლის საათები 15 საათზე ნაკლები გახდება. შესაბამისად ყვავილობის  პერიოდი ბევრად ხანგრძლივია. 12/12 ოპტიმალური განრიგია სასათბურე ან ოთახის პირობებში კულტივაციისათვის. ამიტომაც ყვავილობის ვადის მაჩვენებელი, უკუსვლით თითქმის ყველა კანაფის თესლის პაკეტებზე ასახავს ყვავილობის პერიოდს 8-დან 12 კვირამდე. ტიპიურად, მძიმე ინდიკა როგორიც არის Northern Light-ი, შესაბამისად ნებისმიერ, თუნდაც ცივ გარემოს მარტივად ეჩვევა. ყველაზე სწრაფად ასრულებს ყვავილობას, სატივები ყველაზე ნელა, ინდიკა-სატივას ჰიბრიდებს კი საშუალო დრო ჭირდებათ.

აუტომოყვავილე კანაფის ყვავილობა ამ წესისგან განსხვავებულია. განათების საათის მიუხედავად, აუტო მცენარე ყვავილობას დაიწყებს 30 დღის თავზე აღმოცენებიდან. კონტრასტულად, ფოტოპერიოდული კანაფის მცენარეები დარჩებიან ვეგეტატიურ ზრდაში უსაზღვროდ, სანამ ისინი მიიღებენ სინათლის 18-24 სათამდე.

 

კრიტიკული ფაქტორები გარე კულტივაციისათვის

კანაფის ცხოვრების ციკლი

კანაფი წლიური მცენარეა. როგორც მოკლე დღის მცენარე, ის შემოდგომამდე არ იქნება მზად მოსავლის აღებისთვის. ზოგადად, კანაფი რომელიც დაითესება გაზაფხულზე, ბუნიაობის მერე, თანდათანობით გადავა ვეგეტატიური ზრდიდან ყვავილობაში ზაფხულის მზიანობის შემდგომ, საბოლოოდ კი ის მოსავლისთვის მზად იქნება შემოდგომაზე. რამდენ მზის სინათლეს იღებს თითოეული მცენარე, ის განსაზღვრავს მისი მოსავლიანობის სიჩქარეს.

სათბურების გროუერებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრეზენტი და სინათლის გაუმტარი პლასტმასის შალითა, რათა შეამცირონ მზის განათების საათები და დაასწრაფონ ყვავილობის პროცესი. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ეს გროუერს გადააქცევს მოსიარულე თაიმერად. თუ ამ წესის გამოყენებას განიზრახავთ, არ დაგავიწყდეთ ჩრდილის მასალის მოშორება მზის ამოსვლამდე.

ლოკაცია, ლოკაცია, ლოკაცია

საქართველოში გარე გაზრდის სეზონი მარტის ბოლოს, აპრილში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. რაც უფრო ჩრდილოეთისკენ მივიწევთ, ზაფხული მოკლდება და ზამთარიც უფრო ცივია. სამხრეთ ნახევარსფეროში, ეს პროცესი სრულიად საპირისპიროდაა-სეზონი აგვისტოში იწყება და აპრილში მთავრდება. რა თქმა უნდა, არიან რეგიონებიც რომლებიც კაზარმაში არ ცხოვრობენ, მაგრამ თუ ეკვატორთან ახლოს ცხოვრობ, სადაც თითქმის მუდმივი, ბუნებრიბი 12-12 დღის და ღამის ციკლი ბატონობს მთელი წლის განმავლობაში, მაშინ ჯობს რაღაცეები გამოიკვლიო.

მზის ამოსვლის და ჩასვლის პარამეტრები

მაჩვენებლები ციფრული ოქროა. გამოიყენეთ ონლაინის დილის ამოსვლის/ჩასვლის კალკულატორი. საჭიროა შეისწავლო ისტორიული თვიური ალანიზი შენს ადგილმდებარეობაზე. ეს აბსოლიტურად აუცილებელი ინფორმაციაა. მზე შენი ზრდის ნათებაა ცაში. უნდა დაადგინო რამდენ საათს მიიღებს შენი მცენარე დღეში სინათლეს, სანამ ეცდებისმარცვლის გაღვივებას.

პირველ რიგში, მოძებნე ადგილი სადაც 18 და ზევით სინათლის საათი არის ვეგეტატიური ზრდისთვის. შემდეგ, უნდა შეამოწმო დაახლოებით როდის არის 12 საათზე ნაკლები განათება რომ დაითვალო მოსავლის ფანჯარა. არ ჩააცივდე 12-12-ს. გახსოვდეს, გარე ფოტოპერიოდური კანაფი ნელა ყვავილობს და მყარდება როგორც კი ღამე გრძელდება. ზოგი გვიანმოყვავილე სუპერ სატივა, როგორიც არის ამნეზია ჰეიზი, უზარმაზარ სიმაღლეს აღწევს და ყვავილობას ვერ ამთავრებს, სანამ მზის ნათება 11 საათზე არ ჩამოდის გვიანი შემოდგომის პერიოდში.

 

ამინდის პროგნოზი

18+ დღიური მზის ნათება არ არის საკმარისი რომ გააგრძელო. შეამოწმე ამინდის პროგნოზი რეგულარუად და შეისწავლე ისტორიული პარამეტრები, ბოლო წლების მიხედვით. გაზაფხული საქართველოში საკმაოდ თბილის. საუკეთესო შედეგებისთვის, თქვენს მცენარეს 20–28°C-მდე ტემპერატურა სჭირდება რომ მის სრულ პოტენციულ სიმაღლემდე გაიზარდოს. თუ საქართველოში ცხოვრობ,  ჩრდილოეთ ევროპასთან შედარებით, ხანგრძლივი სეზონი გაქვს. აქ შეგიძლია მოიყვანო, როგორც, გამძლე ინდიკას მიმართულების მცენარეები, ასევე იღბლიან და კომტინენტური მებაღეებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ცხელ რეგონებში ცხოვრობთ, ან აღმოსავლეთში კახეთში, შეუძლიათ საქმეს შეუდგნენ და მოიყვანონ ისეთი ეგზოტიკური სატივა ჯიშები.

ადგილის ინსპექცია

ხო, შენ დაამთავრე მაგიდის კვლევა. ახლა დროა ჩავატაროთ ნაკვეთის გამოკვლევა. შენ უნდა დაათვალიერო ის ადგილი, სადაც შენს მცენარეს დარგავ. ყურადღება მიაქციე რომ არანაირი დაბრკოლება არ გიჩრდილავს მიდამოს და ბლოკავს მზის სხივებს. ასევე შეამოწმე, ცბიერი თვალები ხომ არ გიყურებენ J საუკეთესო გარე ზრდის სივრცე არის პირადული. გამოიყენე ქათმის მავთულები ან შემოღობვა რომ შენი მცენარე ბალახიჭამია და მღეღნელი ცხოველებისგან დაიცვა.

 

გენეტიკა

შენ უნდა მოარგო შენი კანაფის არჩევანი შენს მიკროკლიმატს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ფოტოპერიოდულ შტამებს აქვთ აუტომოყვავილე შტამების შედარებით, მისი კლონირების და გენეტიკის შენარჩუნების შესაძლებლობა. როდესაც მომგებიან დედა მცენარეს იპოვით, რომელიც წარმატებულად ყვავის თქვენი კანაფის ბაღში, მოაჭერით მას განტოტვები ვეგეტაციის პერიოდში, რომლებიც კლონებად შეგიძლიათ აქციოთ და გაიმეოროთ წარმატება.

კლიმატის ცვლილებები

კლიმატის ცვლილება უკვე ანადგურებს გარე კანაფის ფერმებს. მებაღეებმა ჩრდილოეთ კალიფორნიიდან თავიანთი მოსავალი ცეცხლის ალს გაატანეს 2017 წელს. ბერძნული ცეცხლების ბოლმა კანაფის ზრდას დიდი დარტყმა მიაყენა ათობით კილომეტრის რადიუსზე. ეს ექსტრემალური მაგალითია, მაგრამ ასეთი ინტენსიური ამინდის ცვლილებები ფაქტია, რომ საფრთხეს წარმოადგენს მარიხუანას გარე კულტივირებისთვის. ერთადერთ რაც შეგიძლია, არის ის რომ იყო ინფორმირებული მიმდინარე ამინდის მოდელებზე შენს რეგიონში.

 

პრე-მინიშნებები

მცენარის ოთახის პირობებში გაზრდით დაწყება ჭკვიანური იდეაა. თუ კარგი ამინდია, მზიანი ფანჯარა კარგი ადგილია სუსტი ნერგებისთვის. ან, თუ ისევ ცივა და წვიმს გარეთ, შეგიძლია 200 ვატიანი, თეთრი განათების  CFL ნათურა იხმარო, რომ მათ ვეგეტატიური ზრდა გაიარონ. ჰიბრიდის სახლში და გარეთ ზრდა კომპრომისი არ არის, ის სამყაროს ორივე საუკეთესო მხარეს იღებს.

ჩვენ რეკომენდირებას ვუწევთ კანაფის სპეციფიურ ნიადაგებს, თეთრ პლასტმასის ქოთნებში ან სმარტ ქოთნებში. ადგილობრივ მცენარის მაღაზიაში შეიძინეთ რამე სერიოზული, და დიადი ნიადაგი თქვენი მცენარისთვის. თუ ზრდით ნიადაგში, შეგიძლიათ  გააკეთოთ მცენარისს ბამბუკით შეშველებაზე მეტი. კონტეინერები მისი გადარგვის არჩევანსაც გაძლევთ. ეს ძირითადად სავალდებულოა, როდესაც სეზონები იცვლება. დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, ხოდა თუ აივანზე ან ტერასაზე ზრდით, შესაძლებელია დაგჭირდეთ მცენარის გადაადგილება, რომელიც ხელს უწყობს მისი პირდაპირი მზის სხივების ხანგრძლივობას.