ჰაერის ტენიანობა

კანაფის თესლები აუცილებელია შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას. ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობის სწრაფი (ხშირი) მერყეობა  შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩდეს თქვენი თესლებისთვის. მარცვლების შენახვის  საუკეთესო გადაწყვეტა, მათი ჰაერგაუმტარ, პლასტიკურ კონტეინერში და შედმგომ სიბნელეში მოთავსებაა.

კანაფის თესლები ცოცხალი ორგანიზმები არიან. შენახვის დროს, ისინი დასვენების ფაზაში არიან. როგორც კი თელსი ტენიანობასთან შედის კონტაქტში, გამოიყოფა ის ყველა მკვებავი სუბსტანცია რაც აღმოცენების პროცესს გამოიწვევს.  

ხანგრძლივი შენახვის პერიოდის შემთქვევაში, დაუშვებელია რომ ჰაერის ტენიანობამ 9%-ს გადააჭარბოს. თითოეული ჩვენი თესლი ვაკუუმით შეფუთულია. თუ შეფუთვა დალუქულია, მაშინ ტენიანობის ფაქტორი, თავისთავად შეუსაბამოა. ნებისმიერ შემთხევაში, დაიმახსოვრეთ რომ თესლები მშრალ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ.

 

ტემპერატურა

საუკეთესო ადგილი მარცვლების შესანახად არის მშრალი ტიპის მაცივარი ან საყინულე და საუკეთესო ტემპერატურა 2-5 გრადუსი.  მაცივარში შეინახვის შემთხვევაში სჯობს ხშირად არ გამოაღოთ კარები, რადგან ტემპერატურის ცვალებოდობას  აარიდოთ მარცვლები, რაც დიდ ზიანს აყენებს მათ.

როცა გადაწყვეტთ თესლების გამოყენებას, პირველ ეტაპზე უბრალოდ გამოიტანეთ მაცივრიდან და გაღვივების დაწყებამდე. შეფუთვიდან არ ამოიღოთ ისე შეაჩვიეთ ოთახის ტემპერატურას.

 

განათება

განათება, როგორც ტენიანობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ბიძგი მისცეს გაღვივების სტადიას, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ შეფუთვა იყოს გაუმჭვირვალე.

არ მოაქციოთ თესლები პირდაპირი განათების ქვეშ! ამით შეინარჩუნებთ აღმოცენების ოპტიმალურ სიძლიერესა და თესლის მოქმედების ვადას.