არსებობს მარცვლის გაღვივების სხვადასხვა ტექნიკები, თუმცა ამ ბლოგში შევეხები ძირითად პირობებს, რომელიც ყველა ტექნიკას შეესაბამება. მარცვლის გაღვივებას და ფესვის გამოტანას, შესაბამის პირობებში, ესაჭიროება დაახლოებით 3-7 დღე. ზოგიერთ ფოტოპერიოდულ ჯიშს, შესაძლოა 10 დღემდე დასჭირდეს. 

პირველ ეტაპზე, მარცვალს, ვათევსებთ წყლიან ჭიქაში და ვდებთ ბნელ ადგილას, 24 საათში მარცვალი ჩაიძირება წყალში. რის შემდგომაც, დაუზიანებლად, გადაგვაქვს წყლით დანამულ ხელსახოცზე ან ბამბაზე და ვათევსებთ ტენიან, თბილ და ბნელ ადგილას. 

მარცვალი ფესვის გამოტანის შემდგომ, ფესვით ქვემოთ გადაგვაქვს, მსუბუქად მორწყულ ნიადაგში, ოპრტიმალური სიღრმე ნიადაგში მოთავსებისას 0,5-1 სანტიმეტრია, ხოლო ნიადაგი მნიშვნელონია დაბალანსებული იყოს ძირითადი ორგანული სასუქებით (აზოტი, ფოსფორი, პოტასიუმი).

 

თემპერატურა და გარემო 

წყლის და გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა: 22° -  25° ცელსიუსი. 

წლის ოპტიმალური მჟავიანობა: 5.8 - 6.2 PH. 

გარემოს ოპტიმალური ტენიანობა: 70%- 90%. 

გაღვივებისას გარემო უნდა იყოს ტენიანიანი და არა სველი. 

გადამატებულმა მორწყვამ, შესაძლოა გამოიწვიოს მარცვლის ლპობა.

30° ცელსიუსზე მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მარცვლის ლპობა. 

 

პირობები

იშვიათად შეეხეთ მარცვალს ხელით.

მარცვალი უნდა იყოს სიბნელეში, თუმცა ძალიან მკრთალი თეთრი განათება არ დააზიანებს.

 

დამატებით

ზოგიერთ მარცვალს, ხანგრძლივი შენახვისგან, გარსი გაუხეშებული აქვს, ასეთ შემთხვევაში სასურველია წყლის დარბილება წყალბადის ზეჟანგით, რაც ხელს შეუწყობს შიგთავსში წყლის შეღწევას და მარცვლის გაღვივებას.

ნიადაგში გადატანისას მარცვლის თავი (ყავისფერი გარსი), შესაძლოა ჩანდეს ზედაპირზე, თუმცა ფესვი ჩაფლული უნდა იყოს ნიადაგში.

მცენარეს განვითარების ადრეულ ეტაპზე ესაჭიროება საშუალოდ თბილი გარემოს ტემპერატურა 22° -  28°  ცელსიუსი, 30° ცელსიუსზე მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ხმობა. მცენარე ოდნავ წამოზრდის და მომძლავრების შემდგომ, მზად იქნება გაუძლოს მაღალ ტემპერატურას და ცხელ მზიან ამინდებს.

 

და ბოლოს

დათესე კულტურა და ისიამოვნე შენი მცევნარით!