Product was successfully added to your shopping cart.
უფასო მიწოდება 200 ლარის ზემოთ შეკვეთაზე
0,00 GEL0 პუნქტი

სავაჭრო კალათა ცარიელია.

ჩვენს შესახებ

Teslee მარიხუანას ენთუზიასტების იდეაა. ჩვენი მიზანია მარიხუანას მოყვარული საზოგადოების გაერთიანება, კანონიერი გზებით მარიხუანას დეკრიმინალიაზაციისაა და ლეგალიზაციის მისაღწევად. ამ მიზნის მისაღწევად teslee ბლოგების და სხვა საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო აქტივობით, მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას კანაფის სამედიცინო, დადებით და ამასთანავე უარყოფით თვისებებზე. ჩვენ გწამს, რომ თავისუფლებისა და ბედნიერების მოყვარული საზოგადოება აუცილებლად მოვიპოვებთ ამ უფლებას.

Teslee.ge-ზე განთავსებულია საუკეთესო სელექციონერების (Barney's Farm, Dinafem Seeds, Seedsman...) იშვიათი გენეტიკის შტამები, თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სატივასა და ინდიკას, აუტომოყვავილე და ფოტოპერიოდულ, ოთახის, სასათბურე თუ სახლგარეთა ჯიშებს შორის. შეარჩიოთ თესლები სამედიცინო დანიშნულებების მიხედვით. ამას გარდა Teslee ეცდება მოიძიოს და გენეტიკურად შეინარჩუნოს, უნიკალური ქართული ჯიშის თესლები (გალის წითელი და სხვ.) და ხელი შეუწყოს ქართული ჯიშების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანას კულტივაცია კანონით იკრძალება, შესაბამისად, ქვეყნებში, სადაც მარიხუანას კულტივაცია კანონით აკრძალულია, Teslee.ge-ზე განთავსებული კანაფის თესლები იყიდება, როგორც სუვენირები გენეტიკების შესანარჩუნებლად და მათი კულტივაცია, შესაძლებელია მხოლოდ იქ და მაშინ, სადაც კანაფის დათესვა კანონით ნებადართულია